05, მაისი 2017 14:05:00
როგორ უნდა დავიცვათ თავი პოქსვირუსებით გამოწვეული დაავადებებისგან? რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზები? და როგორ ვმართოთ დაავადება? - საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში თემაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. შეხვედრის მიზანს გადამდები ინფექციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაავადების პრევენცია წარმოადგენდა. პოქსვირუსებით ადამიანების დაინფიცირება დაავადებულ საქონელთან კონტაქტით ხდება. იგი როგორც წესი, აზიანებს კანს ან გამოხატულია გამონაყარით. პოქსვირუსი პირველად 2013 წელს დაფიქსირდა. აჭარაში იგი მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს დადასტურდა. შეხვედრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.